Accentnews.ge
ივანიშვილმა ოკუპაციაზე მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალეულობის კონტექსტში ისაუბრა და ვაჟა გაფრინდაშვილი არც ერთი სიტყვით არ უხსენებია

ივანიშვილმა ოკუპაციაზე მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალეულობის კონტექსტში ისაუბრა და ვაჟა გაფრინდაშვილი არც ერთი სიტყვით არ უხსენებია

14/12/2019 13:32:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ  ბიძინა ივანიშვილმა პარტიის აქციაზე ოკუპაციაზე მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალეულობის კონტექტში ისაუბრა და ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არც ერთი სიტყვით არ უხსენებია.

"'ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი ორმაგად მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. სიდუხჭირის გარდა, წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ოკუპაცია, ავტორიტარიზმი, ერთი პატარა ჯგუფის მიერ მიტაცებული და თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების დასათრგუნად მომართული სახელმწიფო ინსტიტუტები მივიღეთ.

დღევანდელობის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა – სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში;​

ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცათანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, აკრძალა ქუჩა, გახსოვთ რომ ქუჩაში გამოსვლა აკრძალული იყო- სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან;

ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე ლამის მექრთამეობის ეტალონად იქცა, პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გველაპარაკება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი.

დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ. მაგრამ, მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, “ქართული ოცნება” ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ,  არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა.

ჩვენ ყველა სიძნელეს დავძლევთ, ჩვენ ქვეყანასაც გავამთლიანებთ და ეკონომიკასაც ავაღორძინებთ! და რაც მთავარია, ისე ვივლით ამ გზაზე, რომ ადამიანი დარჩება მთავარ ღირებულებად და ჩვენს აგრესიულო პონენტებსაც კი,  მალე, როდესაც ისინი თავად დარწმუნდებიან სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკის უპერსპექტივობაში, მათაც ქვეყნის სამსახურში ჩავაყენებთ, რადგან ასე მღერიან ქართულ მრავალჟამიერში: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ასახელებს. სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები დილიდან გამოამგზავრეს. მათ ტრანსპორტირებას "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს. გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველიმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ამ ღონისძიებისთვის რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ჩამოყვანას გეგმავდა. მათივე თქმით,  ღონისძიებაზე დასწრების მიზნით საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებზე სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ  გამართული 13 დეკემბერს წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. 

მას შემდეგ, რაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.

15 დეკემბერს ექიმის ოჯახის წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას გეგმავენ. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S