Accentnews.ge
რუსმა პოლიტპატიმრებმა სოლიდარობის ნიშნად ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს

რუსმა პოლიტპატიმრებმა სოლიდარობის ნიშნად ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს

30/10/2023 19:21:49 მსოფლიო

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ და სხვა რუსმა პოლიტპატიმრებმა, მათ შორის ვლადიმერ კარა-მურზამ და ილია იაშინმა 30 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში არსებული პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს.

ამ დღეს სიმბოლური შიმშილობას საბჭოთა პოლიტპატიმრები აცხადებდნენ, მაგრამ მისი დაშლის შემდეგ, პოლიტპატიმრების დღის ნაცვლად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნა დაიწყეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალი" მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა ღონისძიებას "სახელის დაბრუნება.

„დღეს, 2023 წელს "მემორიალი" აღარ არსებობს, ის ოფიციალურად ლიკვიდირებულია ხელისუფლების მიერ. მაგრამ ისევ არიან პოლიტპატიმრები და თან ბევრნი. რუსეთში ხელისუფლება უბრუნდება თავის ფესვებს: დაპატიმრებები, რეპრესიები, დახურული სასამართლო პროცესები, დემონსტრაციული უკანონობა "სასამართლოს" საფარქვეშ", ნათქვამია ნავალნის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნავალნიმ მოუწოდა ყველა პოლიტპატიმარს და მათ, ვისაც მხარდაჭერის გამოხატვა სურთ, შეუერთდნენ ერთდღიანი შიმშილობის აქციას. შიმშილობის მოწოდებას ასევე მხარი დაუჭირეს პოლიტპატიმრებად აღიარებულმა ვადიმ ოსტანინმა, ლილია ჩანიშევამ და დანიელ ხოლოდნიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S