"ეს სასტიკი მანიპულაციაა" – ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება
30/10/2023 15:45:38 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „სასტიკ ფსიქოლოგიურ მანიპულაციას“ უწოდებს „ჰამასის“ მიერ მომზადებულ და გავრცელებული ვიდეოს, სადაც მძევლები ისრაელის პრემიერ-მინისტრს გათავისუფლებას სთხოვენ და მას აკრიტიკებენ.
ნეთანიაჰუმ მძევლებს სახელებით მიმართა.
„ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია „ჰამასის“ და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, - თქვა პრემიერმა.
პრემიერმა თქვა, რომ სრულ ნდობას უცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის მიდგომას.
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში სამი მძევალი ქალი ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართავს:
„23 დღეა, „ჰამასის“ ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ყველას გაგვათავისუფლებდით[...]".
მძევლები პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ, რომ მან 7 ოქტომბრის თავდასხმა თავიდან ვერ აიცილა.


