Accentnews.ge
მოლდოვამ ათობით რუსული მედიარესურსი დაბლოკა

მოლდოვამ ათობით რუსული მედიარესურსი დაბლოკა

30/10/2023 13:30:56 მსოფლიო

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა (ISS) დაბლოკა 31 რუსული მედიასაშუალების ვებ–გვერდი.

მოლდოვის სპეცსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ: "ტასს", "ინტერფაქტს", "რია ფან", "რადიო სპუტნიკი", "იზვესტია", "ვედომოსტი", "მოსკოვსკი კომსომოლეცი", "კომსომოლსკაია პრავდა", "ლენტა.რუ", "როსისკაია გაზეტა" და სხვები.

ამ რესურსებზე განთავსებულ ინფორმაციებს შეუძლიათ, „გამოიწვიონ დაძაბულობა ან სოციალური კონფლიქტი“, რადგან ის მოდის „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებიდან, რომელიც იმყოფება სამხედრო კონფლიქტში“ ან ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ, – აღნიშნა მოლდოვის სპეცსამსახურმა.

ამასთან, ხსენებული რესურსები დაბლოკეს მოლდოვაში „კონსტიტუციური წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის“ ან პირდაპირი „მონაწილეობისთვის იმ ქმედებებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

24 ოქტომბერს ხელისუფლებას დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა, დაიბლოკოს საიტები, რომლებიც „ცვლიან საინფორმაციო სივრცეს“. შეღუდვა შეეხოთ ტელეარხებსა და ინტერნეტ–გვერდებს („როსია 1“, „როსია 24“, პერვი კანალ, НТВ, ТВЦ, „ზვეზდა“, „ცარგრადი“ და ა.შ.), ასევე რადიოსადგურებსა და ონლაინ–გამოცემებს. ეს მედიარესურსები რუსეთის ხელისუფლების მიერ არის კონტროლირებული და გამოიყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასევე პროპაგანდისტული Sputnik Moldova-ს ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი გაადეპორტეს მოლდოვადან. ის სავარაუდოდ, არის რუსეთის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო განყოფილება 54777) კარიერული ოფიცერი, რომელიც GRU-ს ინტერესებიდან გამომდინარე ეწევა რიგ აქტივობებს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Sputnik-ს სანქციებისა და ბლოკირების ფონზე მოუწია მისი ზოგიერთი ფილიალის დახურვა ან მუშაობის სერიოზულად რეფორმირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S