
მთავრობამ ხუთი ელექტროსადგურის ხელშეწყობის პროექტი განიხილა, საინვესტიციო ღირებულება 167 მლნ დოლარია
30/10/2023 11:45:37 საზოგადოება
მთავრობამ ხუთი ელექტროსადგურის ხელშეწყობის პროექტი განიხილა, საინვესტიციო ღირებულება 167 მლნ დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმნისტრაცია ავრცელებს.
"დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება", – აცხადებენ მთავრობის ადმნისტრაციაში.