სააკაშვილი: ქვეყანაში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება დესტაბილიზაცია, მინდა, შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის "ცხელი ხაზი"
30/10/2023 08:49:18 პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომლის მიზანია დესტაბილიზაცია.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ მისი ინიციატივაა, შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის "ცხელი ხაზი".
"იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა, შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის "ცხელი ხაზი", სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის. დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. ნახეთ როგორი არეულობებია რუსეთში, წკიპზე არის რუსეთი, რუსეთი აუცილებლად ჩამოიშლება, იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ყოველ დღე ვხედავთ ამას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, რომ თავზე არ ჩამოგვემხოს ეს ჩამოშლილი რუსეთი, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ახლა არის არეულობები და უბედურებები. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის", – განაცხადა სააკშვილმა.


