Accentnews.ge
ალასანია: სააკაშვილმა კვებას უმატა, მაგრამ ექიმები მეუბნებიან, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებს

ალასანია: სააკაშვილმა კვებას უმატა, მაგრამ ექიმები მეუბნებიან, რომ ორგანიზმი ვერ ითვისებს

30/10/2023 07:51:28 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კვებას მოუმატა, თუმცა ალასანია ექიმებზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ორგანიზმი საკვებს ვერ ითვისებს".

„რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს. რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია – ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, - განაცხადა ალასანიამ.

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებისა და მისი დაკავების შემდეგ, შიმშილობა გამოაცხადა. შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამჟამად ის "ვივამედის" კლინიკაში იყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S