Accentnews.ge
ჰერჩინსკი: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს

ჰერჩინსკი: კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყოს

28/10/2023 13:42:30 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში "მაუწყებლის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი და ამასთან, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი.

"სიტყვისა და მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია აგებული. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დირექტივა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს. არსებითია ორი საკითხი, რაც ეხება არასრულწლოვნებსა და სიძულვილის ენას. კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, თუმცა არის სხვა ელემენტებიც, რაც იქ შედის, მათ შორის უხამსობის რეგულირება. ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს და იყოს სრულად დამოუკიდებელი", - ამბობს ჰერჩინსკი.

მმართველმა პარტიამ 19 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილება "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომელიც მედიის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩნდება ბერკეტი, მედიაში გასული პრაქტიკულად ნებისმიერი მასალა გამოაცხადოს უხამსობად და მაუწყებელს სოლიდური სანქციები დააკისროს.

მმართველი გუნდის თქმით, კანონი "მიზნად ისახავს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას". "ოცნებამ" კანონპროექტი დაჩქარებულ რეჟიმში განიხილა და მიზეზად ევრორეკომენდაციები დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S