Accentnews.ge
გიორგი ანწუხელიძეს მოქალაქეებმა მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგეს

გიორგი ანწუხელიძეს მოქალაქეებმა მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგეს

28/10/2023 12:45:19 საზოგადოება

საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. საჭირო ფინანსებიც მოქალაქეებმა შეაგროვეს.ბიუსტის გახსნას დაესწრო მოსახლეობა, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ბიუსტზე იმუშავა თუშმა მოქანდაკემ ბადრი თავბერიძემ.

„მრავალი ბიუსტი მაქვს დამზადებული, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა გმირი ჯარისკაცის მონუმენტი დავამზადე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოქანდაკემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S