ისრაელის არმია: ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს ვაფართოებთ
27/10/2023 18:09:57 მსოფლიო
ამაღამ სახმელეთო ოპერაციებს გავაფართოვებთ, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
მან მოუწოდა ღაზას სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლოს.
“[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ”, - განაცხადა ჰაგარიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზას სექტორში რეიდებს ახორციელებდნენ.
მისი თქმით, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ქალაქ ღაზას და მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვას გააგრძელებს.


