Accentnews.ge
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელეს

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელეს

27/10/2023 17:16:32 საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახლად დაფუძნებული მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამოცხადდება მასწავლებლის ეროვნულ დღედ. ღონისძიებაზე 11 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია - სამკერდე ნიშნები და ჯილდო (10 000 ლარი).

წლის მასწავლებლები გახდნენ:

მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S