Accentnews.ge
"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის"

"საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის"

13/12/2019 15:12:33 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"აქცენტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა, საბოლოო კენჭისყრამდე, მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები" - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 14–კაციანი სია დაამტკიცა.  

ეს მოსამართლეები არიან: 

  1. მერაბ გაბინაშვილი

  2. მირანდა ერემეაძე

  3. მამუკა ვასაძე

  4.  მაია ვაჩაძე

  5. თამარ ზამბახიძე

  6. შალვა თადუმაძე

  7. ვლადიმერ კაკაბაძე

  8. ლევან მიქაბერიძე

  9. გიორგი მიქაუტაძე

  10. ნუგზარ სხირტლაძე

  11. ლალი ფაფიაშვილი

  12. ნინო ქადაგიძე

  13. ქეთევან ცინცაძე

  14. ალექსანდრე წულაძე

მოსამართლეთა სიაში 20 პირი შედიოდა, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძე, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს, გოჩა ჯეირანაშვილს. 

მიუხედავად იმისა, რომ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას პარლამენტის გარეთ აქციაზე და პარლამენტის სდომაზეც აპროტესტებენ, კენჭისყრა მაინც გაიმართა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც თითქმის ყველა მოსამართლეობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა ეკა ბესელია იყო. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S