პოლონეთმა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად პერსონალი გაგზავნა
27/10/2023 12:38:29 მსოფლიო
პოლონური სამხედრო კომპანიის Polska Grupa Zbrojeniowa (PGZ) სპეციალისტები უკრაინაში გაემგზავრნენ დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შესაკეთებლად,– იტყობინება PAP.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სამუშაოები ხშირად ფრონტის ხაზთან ტარდება, ან რუსული მსხვილი კალიბრის არტილერიის მოქმედების ზონაში.
რემონტს ჩვეულებრივ ახორციელებენ სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უშუალო გამოცდილება იმ აღჭურვილობის ექსპლუატაციის, რომელსაც პოლონეთი აწვდის უკრაინას. კერძოდ, ისინი ემსახურებიან "კრაბის" თვითმავალ ჰაუბიცას, "ლეოპარდის" ტანკებს და საბრძოლო მასალის გადამზიდავ Jelcz-ს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოლონური აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება წინა ხაზზე, მუშაობს მაღალი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შემქმნელთა მიერ გათვლილი ციკლების რაოდენობას.
„კრაბის" ჰაუბიცებმა უკვე რამდენჯერმე გადააჭარბეს საკუთარ რესურსს. ეს ტექნიკა თავის ამოცანებს ძალიან ეფექტურად ასრულებს. ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენი ტექნოლოგია მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მაღალ ინტერესს იწვევს. მასზე რუსები გამუდმებით ნადირობენ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სპეციალისტმა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ლიეტუვის შეიარაღებული ძალები გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიასთან ერთად შეაკეთებენ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებულ "ლეოპარდის" ტანკებს.


