სლოვაკეთი მზადაა, რიგი პირობებით გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში უკრაინის დასახმარებლად
27/10/2023 12:02:33 მსოფლიო
სლოვაკეთი მზადაა, გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროთი, რათა უკრაინამ გარკვეული პირობებით მიიღოს 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი. ამის შესახებ სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციამ პარასკევს, 27 ოქტომბერს განაცხადა,– იუწყება Aktuality.
შეტყობინების მიხედვით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ განაცხადა, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე სერიოზული დისკუსია გაიმართა ევროპული ბიუჯეტის ცვლილებაზე.
მისი თქმით, ბრატისლავა მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი ევროკავშირის ბიუჯეტში რამდენიმე პირობით.
”ჩვენ არ დავუშვებთ ევროკავშირის სახსრების შემცირებას, რომელიც განკუთვნილია ფერმერების მხარდასაჭერად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ევროკავშირის გაზრდილი ბიუჯეტი გამოყენებული იქნება ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - განაცხადა მან.
მან ასევე მოუწოდა, უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაში გარანტირებული იყოს, რომ ევროპული ფული, მათ შორის სლოვაკეთის, არ იქნება მითვისებული.
ამ თანხების ნაწილი, ფიცოს თქმით, უნდა მოხმარდეს სლოვაკეთის ინფრასტრუქტურის აღდგენას სასაზღვრო რაიონებში და სლოვაკური კომპანიების მხარდაჭერას უკრაინის აღდგენაში.
მანამდე Politico წერდა, რომ ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე ფიცომ გააფრთხილა კიევისთვის შემდგომი ფინანსური დახმარების გამოყოფის სირთულეზე უკრაინაში კორუფციის გამო. ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერებმა პირველად განიხილეს ევროკომისიის მოთხოვნა წევრი ქვეყნებისადმი, გრძელვადიან ბიუჯეტში 2021-2027 წლებისთვის დამატებითი 66 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. აქედან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა სურთ.
ევროკავშირის სამიტზე გამგზავრებამდე ფიცომ თქვა, რომ არ სურს, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებზე მათი გავლენის შეფასების გარეშე და რომ არ აპირებს უკრაინის სამხედრო დახმარებით მხარდაჭერას. წინა მთავრობის დროს სლოვაკეთი მხარდს უჭერდა უკრაინას იარაღით, უერთდებოდა ევროკავშირის სანქციებს.


