სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არიან დაღუპულები
27/10/2023 11:43:19 მსოფლიო
უნგრეთის და სერბეთის საზღვარზე 27 ოქტომბერს, დილით მიგრანტებს შორის სროლა იყო, რის შედეგად სამი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა,– იტყობინება РТС.
მედიის ცნობით, სეიარაღებული ინციდენტი მოხდა მიტოვებულ სასოფლო სამეურნეო საწყობში, სოფელ ხორგოშთან.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციელთა დიდი რაოდენობა. ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
სერბეთის და ევროკავშირის წევრი უნგრეთის საზღვრის არეალში ინციდენტები იშვიათი შემთხვევა არაა. ორ სახელმწიფოს 175-კილომეტრიანი საზღვარი ყოფს. უნგრეთმა საზღვარზე მავთულხლართების ზღუდე ააგო 2015 წელს, სერბეთის მხრიდან ევროკავშირისკენ მიგრანტთა დიდი ტალღის მოზღვავების გამო.


