ყირიმში პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსი დაჭრეს
27/10/2023 11:36:23 მსოფლიო
პრორუსული უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოლეგ ცარიოვი, რომელსაც Reuters-ის მონაცემით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვი განიხილავდა კიევში მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, რეანიმაციაში იმყოფება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო. ამის სესახებ იუწყებიან მისი ნანობები, კრემლის მომხრე ბლოგერები და ტელეგრამ–არხები.
მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
ოლეგ ცარიოვმა უკრაინა 2014 წელს დატოვა. ბოლო ხანს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ცხოვრობდა და ხშირად მონაწილეობდა პოლიტიკურ თოქ-შოუებში, მხარს უჭერდა რუსეთის ომს. უკრაინის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლიანი პატიმრობა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვისა და კონსტიტუციური წყობის დამხობის მხარდაჭერისთვის.


