Accentnews.ge
რუსეთმა ფინეთთან სასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმა

რუსეთმა ფინეთთან სასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმება გააუქმა

27/10/2023 11:20:36 მსოფლიო

რუსეთმა შეატყობინა ფინეთს, რომ იგი გამოდის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შეთანხმებიდან. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის საგარეოს ცნობით, 25 ოქტომბერს დაუკავშირდნენ ფინეთის ელჩს და აცნობეს რუსეთსა და ფინეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის 24 იანვარს ეწურებოდა.

მანამდე, 2023 წლის ზაფხულიდან რუსეთმა ფინეთთან სამხედრო ინსპექტირების შესახებ შეთანხმება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე საცდელი ღობის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა. ჯამში 200 კილომეტრიანი ღობის აშენება იგეგმება.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთების მფლობელებთან აფორმებს შეთანხმებებს მათი საჭიროებისამებრ გამოყენების მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S