Accentnews.ge
მედია: უკრაინამ სლოვენიიდან სადაზვერვო დრონების პარტია მიიღო

მედია: უკრაინამ სლოვენიიდან სადაზვერვო დრონების პარტია მიიღო

27/10/2023 11:09:30 მსოფლიო

სლოვენიურმა დრონების მწარმოებელმა C-Astral-მა ცოტა ხნის წინ უკრაინელ სამხედროებს სათაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა. ამის შესახებ კომპანიამ Defence News-ს განუცხადა.

საუბარია ტაქტიკურ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც ცნობილია როგორც Bramor C4EYE.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, დრონებს გარკვეული პერიოდია, იყენებენ უკრაინელები:

”ჩვენ გვაქვს ჯარისკაცებთან კომუნიკაციის რამდენიმე არხი და ვიყენებთ მათ უკუკავშირისთვის, შესაბამისად, გაუმჯობესების მიზნით,” - დასძინა მან.

მას არ დაუზუსტებია, როდის ან რამდენი დრონი ჩავიდა უკრაინაში, მაგრამ თქვა, რომ ეს შედარებით ცოტა ხნის წინ განხორციელდა და მიწოდება მოიცავდა რამდენიმე სისტემას.

უცნობია, კომპანიამ უპილოტო საფრენი აპარატები დამოუკიდებლად გაგზავნა თუ სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ დრონები საკუთარი მარაგიდან გამოყო, რადგან ქვეყანაში ამ ტიპის აპარატების ოპერირება ხორციელდება. სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

Bramor C4EYE დრონი მთლიანად წარმოებულია და აწყობილია სლოვენიაში C-Astral-ის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S