Accentnews.ge
KAN:  ისრაელმა შუამავლებს აცნობა მზაობის შესახებ, წავიდეს დათმობაზე მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ

KAN:  ისრაელმა შუამავლებს აცნობა მზაობის შესახებ, წავიდეს დათმობაზე მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ

27/10/2023 10:31:45 მსოფლიო

ტელერადიოკომპანია KAN-ის ცნობით, ისრაელმა კატარელ შუამავლებს აცნობა მზადყოფნის შესახებ, წავიდეს დათმობაზე მძევლების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ.

წყარომ, რომელსაც ჟურნალისტები ეყრდნობიან, არ დააკონკრეტა, რა სახის დათმობისთვის არის მზად ხელისუფლება. მანამდე ისრაელი აცხადებდა, რომ მძევლების გათავისუფლებამდე არ შეწყვეტდა ღაზას სექტორის ბლოკადას.

პარალელურად, რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა "ჰამასის" დელეგაციი წევრმა აბუ ხამიდმა განუცხადა, რომ „ჰამასი“ მძევლებს ვერ გაათავისუფლებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, აბუ ხამიდმა განაცხადა, რომ „1948 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შევიდა ასეულობით მოქალაქე და პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფების ათეულობით წევრი“ და დაატყვევეს „ათეულობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია“. აბუ ხამიდი გულისხმობს ისრაელის სამხრეთ რაიონს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წარმომადგენლებმა ხოცვა–ჟლეტა მოაწყვეს და მძევლად აიყვანეს ათეულობით ადამიანი. სწორედ ამას მოჰყვა ისრაელის მხრიდან ამ მოძრაობისთვის ომის გამოცხადება.

აბუ ხამიდი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორში მყოფი მძევლების მოსაძებნად და გასათავისუფლებლად „ჰამასს“ დრო სჭირდება, ამ ამოცანის შესასრულებლად კი მშვიდი ვითარება უნდა იყოს.

ისრაელის არმიის მიერ დღეს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 229 ადამიანი. მონაცემები პერიოდულად იცვლება ინფორმაციის გადამოწმების შესაბამისად. ამ ხნის განმავლობაში „ჰამასმა“ მხოლოდ 4 მძევალი გაათავისუფლა.ამასთან აცხადებს, რომ 50–მდე ტყვე დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S