სევასტოპოლში კიდევ ერთი რუსული გემი აფეთქდა
27/10/2023 09:47:42 მსოფლიო
ანექსირებულ სევასტოპოლში რუსული ფლოტის ანტისანაღმო გემი „ვლადიმერ კოზიცკი“ აფეთქდა, იტყობინება ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.
თვითმხილველების თქმით, გემი სევასტოპოლის ზღვის უბეში, რეიდის დროს მოულოდნელად აფეთქდა. არსებული ცნობებით, ბოლი სამანქანო განყოფილებიდან ამოვიდა. აფეთქებიდან მალევე გემი გადაიყვანეს სტრელეცკის ზღვის უბეში.
ანტისანაღმო გემი დაკავებული იყო ნაღმების ძებნით. ის 4 წელია, ირიცხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტში.
ყირიმში ხშირად ისმის აფეთქებების ხმები, გაანადგურეს ან დააზიანეს რუსული გემებიც. ამ ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმების შესახებ დაანონსდა.


