ირანმა სამხედრო წვრთნები წამოიწყო
27/10/2023 09:37:09 მსოფლიო
ირანის სახმელეთო ძალებმა ცენტრალურ რეგიონში წვრთნები წამოიწყეს, – იუწყება „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.
როგორც იტყობინებიან, წვრთნები 200-ზე მეტი ვერტმფრენის მზადყოფნის შესამოწმებლად დაიწყო, ორ დღეს გასტანს და მიზნად ისახავს ისლამური რესპუბლიკის წინაშე არსებულ „შესაძლო საფრთხეებთან დაპირისპირებას“.
ირანის სახმელეთო ძალების გენერლის ამირ ჩეშაკის თქმით, ჯარები და სამხედრო ტექნიკა ირანის შვიდი პროვინციიდან წვრთნებისთვის ცენტრალურ ისპაჰანის პროვინციაში, ნასრ-აბადში გადაიყვანეს.


