
"ევროპის საინვესტიციო ბანკის" დირექტორი: საქართველოში დაკავშირებულობის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ უზრუნველვყავით 4 000 000 ევროზე მეტი დაფინანსება ევროკავშირის მხარდაჭერით
27/10/2023 09:18:51 ეკონომიკა
"ევროპის საინვესტიციო ბანკის" (EIB) გლობალური დირექტორის ლიონელ რაპაის განცხადებით, EIB–ს საქართველოში დაკავშირებულობის ხელშეწყობის მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"აბრეშუმის გზის ფორუმი ეძღვნება დაკავშირებადობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. EIB–ს აქვს მრავალი პროექტი საქართველოში დაკავშირებულობის ხელშეწყობის მიზნით - ესაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, განახლებადი ენერგიის პროექტი და სხვა. ჩვენ უზრუნველვყავით 4,000,000 ევროზე მეტი დაფინანსება ევროკავშირის მხარდაჭერით. დაკავშირებადობა ძირითადი გამოწვევაა, თუ როგორ უზრუნველვყოთ სათანადო კავშირი. ის მოიცავს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამიტომ, ადეკვატური ფინანსური მხარდაჭერის მოძიებაა აუცილებელი“, - განაცხადა ლიონელ რაპაიმ.