Accentnews.ge
"საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის" გენმდივანი: "შუა დერეფანი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გლობალური ვაჭრობის გაფართოებას

"საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის" გენმდივანი: "შუა დერეფანი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გლობალური ვაჭრობის გაფართოებას

27/10/2023 07:42:28 ეკონომიკა

"საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის" (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი აცხადებს, რომ "შუა დერეფანი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გლობალური ვაჭრობის გაფართოებას. ამის შესახებ მან "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ფორუმზე დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან "შუა დერეფნის" პროექტთან დაკავშირებით - ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან - ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, მე დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. "აბრეშუმის გზის ფორუმი" მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად“ - აღნიშნა კიტაკ ლიმმა.

მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, "შუა დერეფანი" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას და, ასევე, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.

„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“ - განაცხადა ლიმმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S