Accentnews.ge
შვედეთში ახალი აფეთქებები მოხდა კონკურენტ ბანდებს შორის დაპირისპირების ფონზე

შვედეთში ახალი აფეთქებები მოხდა კონკურენტ ბანდებს შორის დაპირისპირების ფონზე

27/10/2023 07:20:20 მსოფლიო

სტოკჰოლმის გარეუბანში, ნაკას რაიონში და ქალაქ ჰელსინგბორგში პარასკევს ღამით უცნობი მოწყობილობებით გამოწვეული აფეთქებები მოხდა.

კერძოდ, ნაკას მუნიციპალიტეტში გვიან ღამით აფეთქება მოხდა საცხობრებელ სახლთან. ინციდენტის დროს მეპატრონეები სახლში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ დაშავებულან.

ღამით პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი, მათგან ორი არასრულწლოვანი დააკავა.

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიძიებთ შესაძლო კავშირებს სხვა ბოლოდროინდელ ძალადობრივ ინციდენტებთან”, - თქვა სტოკჰოლმის პოლიციის წარმომადგენელმა.

ხოლო ჰელსინბორგში, ჰუსენსიოს რაიონში გამთენიისას ადგილობრივებმა პოლიციას ძლიერი აფეთქების შესახებ აცნობეს. როგორც გაირკვა, ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან იყო განთავსებული. მსხვერპლი არაა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს დილით სტოკჰოლმის ერთ-ერთ უბანში ბინაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა. პოლიცია აღნიშნულს ბანდებს შორის დაპირისპირების ნაწილად განიილავს.

მანამდე სექტემბერში აფეთქებები მოხდა ჰასელბისა და ლინკოპინგის საცხოვრებელ რაიონებში. საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან შვედეთში 120-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ოქტომბრის დასაწყისში შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა განეხილათ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ქვეყანაში მზარდ პრობლემებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S