Accentnews.ge
კირბი: რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის 11 ოქტომბრიდან

კირბი: რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის 11 ოქტომბრიდან

27/10/2023 06:54:09 მსოფლიო

რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში ახორციელებს შეტევას რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ავდეევკას, კუპიანსკის და ლიმანის რაიონებში, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "შეძლეს მოგერიება", მათ შორის, აშშ–ის დახმარების წყალობით. ამის შესახებ აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„11 ოქტომბრიდან რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა თავდასხმის მცდელობისას, მათ შორის, მინიმუმ 125 ერთეული ჯავშანმანქანა დაკარგა ავდეევკას მახლობლად და ბატალიონის ტოლფასი სამხედრო ტექნიკა“, - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა „ათასობით ადამიანი დაკარგეს შეტევის განხორციელების მცდელობისას“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები ფაქტობრივად სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან, რომ დახვრეტენ მთელ დანაყოფებს, თუ ისინი უკან დახევას შეეცდებიან საარტილერიო ცეცხლის ქვეშ. რუსული სამობილიზაციო ძალები არიან გაუწვრთნელები, ბრძოლისთვის მოუმზადებლები და აქვთ არასაკმარისი აღჭურვილობა “, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

რუსეთის დანაკარგებზე უახლეს ანგარიშში ისაუბრა ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW). მკვლევარების შეფასებით, მძიმე რუსული ტექნიკის დაკარგვა დონეცკის რეგიონის ავდეევკას რაიონში, სავარაუდოდ, ძირს უთხრის რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინული მხარის მონაცემებს და სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ ტერიტორიაზე რუსული ძალების დანაკარგებს.

„რუსულმა სარდლობამ ავდეევკის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაიყვანა, რათა კომპენსაცია მოეხდინა მძიმე ადამიანური დანაკარგებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის გაგრძელების შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. თუმცა, რუსეთის სარდლობას მაღალი ალბათობით გაუჭირდება დაკარგული რუსული ტექნიკის, განსაკუთრებით კი ჯავშანტექნიკის კომპენსირება. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს რუსული აღჭურვილობის დიდმა დანაკარგებმა და დეფიციტმა სერიოზულად შეზღუდა რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობა, ეწარმოებინა ეფექტური მექანიზებული მანევრული ომი რუსეთის სამხედრო შეტევის დროს 2023 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე, რამაც ხელი შეუწყო შემდგომ ნაკარაგებს მექანიზებული შეტევებისას უგლედართან ახლოს".

ანალიტიკოსების თქმით, იანვარ-თებერვალში უგლედარის რაიონში განცდილმა ძლიერმა დანაკარგებმა, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა რუს მეთაურებს, მდგრადი მექანიზებული თავდასხმების განხორციელებაში უკრაინის სხვა ნაწილებში დროთა განმავლობაში უკვე გაზაფხულიდან.

”რუსული აღჭურვილობის კუთხით ბოლო დანაკარგები ავდეევკას რაიონში, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება უგლედარში ტექნიკის თვალსაზრისით განცდილ დანაკარგებს... რუსული აღჭურვილობის დაკარგვა ავდეევკას მახლობლად, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსული აღჭურვილობის კიდევ უფრო მკვეთრ დეფიციტს და შეაფერხებს რუსი სამხედროების მიერ მიღწეულ პროგრესს მექანიზებული მანევრირების საომარი შესაძლებლობების გაუარესების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S