ISW: ავდევკასთან განცდილმა დიდმა დანაკარგებმა შეიძლება, შეარყიოს რუსული ძალების შეტევითი პოტენციალი მომავალში
27/10/2023 06:41:25 მსოფლიო
მძიმე რუსული ტექნიკის დაკარგვა დონეცკის რეგიონის ავდეევკას რაიონში, სავარაუდოდ, ძირს უთხრის რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ უკრაინული მხარის მონაცემებს და სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ ტერიტორიაზე რუსული ძალების დანაკარგებს.
„რუსულმა სარდლობამ ავდეევკის ფრონტზე დამატებითი ძალები გადაიყვანა, რათა კომპენსაცია მოეხდინა მძიმე ადამიანური დანაკარგებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის გაგრძელების შესაძლებლობის შესანარჩუნებლად. თუმცა, რუსეთის სარდლობას მაღალი ალბათობით გაუჭირდება დაკარგული რუსული ტექნიკის, განსაკუთრებით კი ჯავშანტექნიკის კომპენსირება. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს რუსული აღჭურვილობის დიდმა დანაკარგებმა და დეფიციტმა სერიოზულად შეზღუდა რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობა, ეწარმოებინა ეფექტური მექანიზებული მანევრული ომი რუსეთის სამხედრო შეტევის დროს 2023 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე, რამაც ხელი შეუწყო შემდგომ ნაკარაგებს მექანიზებული შეტევებისას უგლედართან ახლოს".
ანალიტიკოსების თქმით, იანვარ-თებერვალში უგლედარის რაიონში განცდილმა ძლიერმა დანაკარგებმა, სავარაუდოდ, ხელი შეუშალა რუს მეთაურებს, მდგრადი მექანიზებული თავდასხმების განხორციელებაში უკრაინის სხვა ნაწილებში დროთა განმავლობაში უკვე გაზაფხულიდან.
”რუსული აღჭურვილობის კუთხით ბოლო დანაკარგები ავდეევკას რაიონში, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება უგლედარში ტექნიკის თვალსაზრისით განცდილ დანაკარგებს... რუსული აღჭურვილობის დაკარგვა ავდეევკას მახლობლად, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსული აღჭურვილობის კიდევ უფრო მკვეთრ დეფიციტს და შეაფერხებს რუსი სამხედროების მიერ მიღწეულ პროგრესს მექანიზებული მანევრირების საომარი შესაძლებლობების გაუარესების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
ერთი დღით ადრე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან რუსეთმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა შეტევის მცდელობისას, მათ შორის მინიმუმ 125 ჯავშანმანქანა ავდეევკას გარშემო და "ბატალიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკა". უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ სამხედროებმა ერთ დღეში 14 თავდასხმა მოიგერიეს ავდეევკას მიმართულებით.


