
ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 50 მლნ ევროს გამოყოფს
27/10/2023 06:22:22 მსოფლიო
ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 50 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
როგორც მან ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პირველი, 56 ტონა დახმარება ევროკავშირისგან უკვე იქნა მიტანილი ღაზაში.
სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა შეშფოთება გამოხატეს ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და გააჟღერეს მოწოდება დახმარება გაეწიოს დაზარალებულ მოქალაქეებს "ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის პაუზების" მეშვეობით.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე.