Accentnews.ge
ჯორჯ კლუნის ფონდმა გერმანელ პროკურორებს რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართა

ჯორჯ კლუნის ფონდმა გერმანელ პროკურორებს რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიების თხოვნით მიმართა

26/10/2023 20:34:31 მსოფლიო

უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროებზე "ნადირობა" ამერიკელი მსახიობის ჯორჯ კლუნისა და მისი მეუღლის უფლებადაცვითმა ფონდმა წამოიწყო. ორგანიზაციამ გერმანიის ფედერალურ პროკურატურას დეტალური დოსიე გადასცა და გამოძიებას ითხოვს.

როგორც განიმარტა, „გერმანიას აქვს ძლიერი ეროვნული კანონები, რომლებიც ამგვარი დანაშაულების კრიმინალიზებას ახდენენ და ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გერმანია ლიდერობს ყველაზე სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხში".

კლუნების ოჯახის ფონდი წარმოადგენს 16 გადარჩენილი უკრაინელის და მსხვერპლთა ოჯახებს ომის დანაშაულის სამ საქმეში:

„განურჩეველი სარაკეტო თავდასხმა ოდესასთან მდებარე საზღვაო კურორტზე, რომელსაც 22 ადამიანი ემსხვერპლა; გასული წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოთხი მამაკაცის სიკვდილით დასჯა; 2022 წლის მარტში კიევის რეგიონში ჩადენილი სიკვდილით დასჯა, წამება და გაუპატიურება".

როგორც ფონდის წარმომადგენელმა განუცხადა Novaya Gazeta Europe-ს, შესაძლებელი გახდა ორი ათეული რუსი საშუალო და მაღალი რანგის მეთაურის იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ჩართულნი დანაშაულებში:

„ადგილობრივმა მოგვცეს ფოტოები, მეხსიერების ბარათები თავად რუსების მიერ დატოვებული. ჩვენ შევისწავლეთ სატელიტური ფოტოები, ყველა სახის გაჟონოლი დოკუმენტი და ბევრი ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში“.

ეჭვმიტანილთა ვინაობა გასაიდუმლოებული იქნება, რათა დააკავონ ისინი, თუ ბრალდებულები შვებულებაში ჩავლენ, მაგალითად, ანტალიაში ან დუბაიში:

„თუ გერმანიის პროკურატურა დაეთანხმება ჩვენს არგუმენტებს და გამოსცემს ამ ადამიანების დაკავების ორდერს, მაშინ ის ავტომატურად მიმართავს ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს ინტერპოლის მეშვეობით, მათ შორის თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს".

უფლებადამცველების მიერ შეგროვებული ფაილები ასევე გადაეცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S