დანია უკრაინას $500 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
26/10/2023 20:06:38 მსოფლიო
დანია უკრაინას გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს არტილერიას, დრონებს, ცეცხლსასროლ იარაღს, BMP-2, T-72EA–ს ტანკებს, ასევე ბრონირებულ საინჟინრო–საევაკუაციო მანქანებს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
დანია ასევე მხარს დაუჭერს ევროკავშირის პროექტს საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ. გარდა ამისა, ქვეყანა სთავაზობს უკრაინას არტილერიისთვის დამატებითი კომპონენტების მიწოდებას.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინის 150 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. ის მოიცავს რაკეტებს HIMARS–ის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალას NASAMS საზენიტო–სარაკეტო სისტემებისთვის, TOW–ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, AIM-9 რაკეტებს და 155 მმ საარტილერიო ჭურვებს.


