ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ აფასებს
26/10/2023 19:30:32 მსოფლიო
ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ აფასებს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.
“ჰამასი" “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, - განაცხადა ჰაიატმა.
ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ დელეგაცია მოსკოვში ვიზიტად იმყოფება.


