Accentnews.ge
მედია: შოიგუს უწყებამ მეთაურებს უფლება მისცა, დახვრიტონ რუსული თავდასხმის რაზმების წევრები

მედია: შოიგუს უწყებამ მეთაურებს უფლება მისცა, დახვრიტონ რუსული თავდასხმის რაზმების წევრები

26/10/2023 17:28:20 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა დებულება პატიმართა "თავდასხმის რაზმებ Z"-თან დაკავშირებით, რომელიც მეთაურებს ჯარისკაცების დახვრეტის საშუალებას აძლევს. დოკუმენტი გავრცელდა დახურულ ჯგუფში OSINT–ში Frontelligence Insight-ის მიერ, – წერს "ვაჟნიე ისტორიი".

დებულების მიხედვით, „შტორმ Z“-ის დანაყოფები ან რაზმები იქმნება მხოლოდ პატიმრებისგან. „სპეციალური კონტინგენტი“ (როგორც მსჯავრდებულებს უწოდებენ დოკუმენტში) დაკავების სხვადასხვა ადგილიდან არ შეიძლება ერთმანეთს და სხვა სამხედრო მოსამსახურეებთან შეურიონ.

მათთან კონტრაქტი შეიძლება, გაფორმდეს ექვსთვიანი ვადით. ასეთი რაზმის მებრძოლს ბრძოლის ველის დატოვება შეუძლია მხოლოდ მძიმე დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში, – ნათქვამია დოკუმენტში.

"ასეთი თავდასხმის რაზმების მეთაურებს უფლება აქვთ, მსჯავრდებულთაგან მებრძოლებისთვის შექმნან ბარიერული რაზმები და სამხედრო პოლიციის კოლონა, ასევე – დახვრიტონ მებრძოლები. [მეთაურები] იტოვებენ უფლებას, გამოიყენონ იარაღი დისციპლინისა და წესრიგის აღსადგენად ღია დაუმორჩილებლობის შემთხვევაში“, - ციტირებს გამოცემა დოკუმენტს.

კონტრაქტის ვადის გასვლას მოჰყვება შეწყალების აქტი, შემდეგ თავდასხმის რაზმის მებრძოლს შეუძლია, დადოს ახალი კონტრაქტი ან "თავისი ძალებით" დაბრუნდეს რუსეთის ფედერაციაში.

მანამდე რიგი ფრაგმენტები მოყვანილი იყო ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში. "როიტერი" ასევე იტყობინებოდა "შტორმ Z"–ის რაზმების შესახებ ოქტომბრის დასაწყისში. სააგენტოს ცნობით, ისინი დაახლოებით 100-150 ადამიანს ითვლიან და რეგულარული არმიის ნაწილების შემადგენლობაში მოქმედებენ.

„შტორმის მებრძოლები მხოლოდ ხორცია“, – განუცხადა "როიტერს" აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან დისლოცირებული სამხედრო ნაწილის ერთ-ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა.

მისი თქმით, მან სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა "შტორმ Z"-ის ექვს ან შვიდ დაჭრილ წევრს ბრძოლის ველზე, მიუხედავად მეთაურის ბრძანებისა, მიეტოვებინა ისინი.

ის ამტკიცებს, რომ ეს არის ტიპიური მაგალითი იმისა, რომ "შტორმ Z" ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სხვა დანაყოფების ჯარისკაცები.

იხილეთ ასევე: რუსულ არმიაში პრობლემებთან გასამკლავებლად სტალინური პრაქტიკა დააბრუნეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S