Accentnews.ge
აშშ უკრაინას $150 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას $150 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

26/10/2023 17:01:38 მსოფლიო

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში არის ნათქვამი.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, მათ შორის, საარტილერიოს, ტანკსაწინააღმდეგოს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას თავისი ტერიტორია დაიცვას რუსეთის თავდასხმითი ქმედებებისგან, ამავდროულად რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებით.”

აღნიშნული პაკეტი 2022 წლის თებერვლიდან 49-ე გახდა „Presidential Drawdown Authority“ მექანიზმის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც უკრაინელი სამხედროები დახმარებას უშუალოდ ამერიკული საწყობებიდან იღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S