ჯონსონი: უკრაინის დახმარებას მხარს დავუჭერთ გარკვეული პირობებით
26/10/2023 16:19:23 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ქვეთა პალატის ახალმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის დახმარების გაგრძელებას გარკვეული პირობებით,– იუწყება NBC news.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას ჯონსონმა უპასუხა: "ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული პირობები გვჭირდება, რომელზეც მუშაობა მოგვიწევს."
ჯონსონის თქმით, ის ღიაა დისკუსისა და პროდუქტიული სამუშაოსთვის:
"ჩვენ გვსურს ანგარიშვალდებულება, ჩვენ გვჭირდება თეთრი სახლის მიერ განსაზღვრული მკაფიო მიზნები."
25 ოქტომბერს კონგრესმა 3-კვირიანი პაუზის შემდეგ ახალი, 56-ე სპიკერი აირჩია. მაიკ ჯონსონი დონალდ ტრამპტთან დაახლოებული პოლიტიკოსია - 2020 წელს ის ხელმძღვანელობდა კონგრესმენთა ჯგუფს, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდნენ.
მან მხოლოდ ერთხელ – 2022 წლის აპრილში დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის გამოყოფას, დანარჩენ შემთხვევებში დახმარების ახალი პაკეტების წინააღმდეგ გამოდიოდა.


