Accentnews.ge
ზახაროვა: "ჰამასის" დელეგაცია მოსკოვს სტუმრობს

ზახაროვა: "ჰამასის" დელეგაცია მოსკოვს სტუმრობს

26/10/2023 14:57:37 მსოფლიო

პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" დელეგაცია მოსკოვს სტუმრობს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA, პალესტინელთა დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფ პირებს შორის არის "ჰამასის" მაღალი რანგის წევრი აბუ მარზუკი.

ზახაროვამ ასევე თქვა, რომ მოსკოვში იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალი ბაღირი კანი და მოლაპარაკებას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუხინთან. ბაღირი ირანის მთავარი წარმომადგენელია ბირთვული საკითხების შესახებ მოლაპარაკებებში.

ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამჟამინდელ ვითარებაში მოსკოვი ტრადიციულად აშშ-ის დიპლომატიის ჩავარდნას ადანასაულებს და გამოდის ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის, მოლაპარაკების განახლების მოწოდებებით, სამშვიდობო გადაწყვეტის პოვნის მიზნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S