Accentnews.ge
ილია მეორე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ეხმიანება

ილია მეორე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ეხმიანება

26/10/2023 14:47:02 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ეხმიანება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.

"დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის. ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს.

ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება",– ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე სათაურით, "პატრიარქი მშვიდობისთვის" გამოქვეყნდა.

7 ოქტომბერს "ჰამასის" ბოევიკები შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე და მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა–ჟლეტა. მას შემდეგ ისრაელი სამხედრო მოქმედებებს ახორციელებს ღაზას სექტორში და ემზადება სახმელეთო ოპერაციისთვის. ისრაელის ტერიტორიას ბომბავენ რადიკალური ჯგუფები. იზრდება მსხვერპლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S