Accentnews.ge
ოვსიანიკოვას რუსულმა სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვა

ოვსიანიკოვას რუსულმა სასამართლომ მშობლის უფლება ჩამოართვა

26/10/2023 14:35:16 მსოფლიო

რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს მარინა ოვსიანიკოვას მშობლის უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსკოვის შჩერბინსკის სასამართლომ მიიღო.

სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტის ყოფილმა ქმარმა იგორ ოვსიანიკოვმა შეიტანა, რომელიც პროპაგანდისტულ Russia Today-ში მუშაობს. მანამდე სასამართლომ მას ორივე შვილისთვის - 17 წლის ვაჟისა და 11 წლის გოგოსთვის – ალიმენტის გადახდა დააკისრა.

მარინა ოვსიანიკოვა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის მარტში რუსულ პირველ არხზე პირდაპირ ეთერში გამოვიდა ომის საწინააღმდეგო პლაკატით. იგი გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვში დაბრუნდა და ანტისაომარ აქციებში მონაწილეობდა, ამის გამო სამჯერ დააჯარიმეს. მოგვიანებით კი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა. ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საბაბი გახდა მოსკოვში პიკეტის მოწყობა. ოვსიანიკოვას ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით: „პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები – ფაშისტები. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ გაჩერდეთ?!“.

ოვსიანიკოვას შინაპატიმრობა განუსაზღვრეს, თუმცა მან არასრულწლოვან შვილთან ერთად რუსეთიდან გაქცევა მოახერხა. ცოტა ხნის წინ მას რუსულმა სასამართლომ 8.5–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ცოტა ხნის წინ ქალმა საფრანგეთში მოწამვლის მცდელობის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S