IDF "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
26/10/2023 14:24:10 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი ჰასან ალ-აბდულა მოკლეს, რომელიც სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.
IDF ამბობს, რომ "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია საჰაერო თავდასხმის შედეგად განხორციელდა. თავად შეტევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმებს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.
მას შემდეგ, რაც "ჰამასის" წევრები შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე და მოაწყვეს ხოცვა–ჟლეტა, სამხედრო მოქმედებებს ახორციელებს ღაზას სექტორში და ემზადება სახმელეთო ოპერაციისთვის. ორივე მხარეს იზრდება მსხვერპლი.


