
დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ისევ მძაფრი სუნი იგრძნობა
13/12/2019 11:27:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ისევ მძაფრი სუნი იგრძნობა.
„როგორც ჩანს, ისევ სუნი დადგა დარბაზში. ვენტილაცია კი არ უნდა, ჩემი აზრით, უნდა მოვიყვანოთ ვინმე და შეამოწმოს ჰაერის შემადგენლობა. უნდა გვითხრან, ამ დარბაზში პარლამენტის წევრების დიდი ხნით ყოფნა რეკომენდებულია თუ არა“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამასთან, სხდომაზე შეუძლოდ გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
ცნობისთვის: გუშინ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნივთიერება ACD 2F დაღვარეს.