Accentnews.ge
ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას "შუა დერეფანში" იმიტომ, რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას  ევროკავშირთან

ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას "შუა დერეფანში" იმიტომ, რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას  ევროკავშირთან

26/10/2023 11:47:39 პოლიტიკა, ეკონომიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ერინ მაქიი "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მან თბილისში გამართულ "აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ამერიკა ხელს უწყობს საქართველოს მონაწილეობას "შუა დერეფანში" იმიტომ, რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან".

მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული.

მან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა:

„შუა დერეფანი" ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს. ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას "შუა დერეფანში" იმიტომ, რომ ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს“, - განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S