Accentnews.ge
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Stratup Grind – ის ღონისძიებების სერია იწყება

26/10/2023 10:21:38 ეკონომიკა, რეკლამა

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის ღონისძიებების სერია იწყება,რომელიც 27 ოქტომბერს, თბილისი მერიოტში გაიმართება. ღონისძიებას BigPay-ის CTO-ს საიმონ ვანს-კოლინა უმასპინძლებს.

საიმონ ვანს-კოლინა ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას გაუზიარებს. ასევე, შეხვდება სტარტაპ დამფუძნებლებს და მათთან საბანკო მომავლის შესახებ ისაუბრებს.

საიმონი მსოფლიოში ცნობილი ციფრული ბანკის, Monzo-ს დამფუძნებელი და გუნდის წევრი გახლდათ, ის ხელმძღვანელობდა ღია ბანკინგის ოპერაციებს და ასევე იყო ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფის (Open Banking Working Group) წევრი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ღია ბანკინგის მომავალი განსაზღვრა. Monzo-ს შემდეგ ის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ციფრული ბანკის - Big Pay - ის თანადამფუძნებელი და CTO გახდა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს.

სპიკერის გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე: საბანკო საქმიანობის მომავალი და „შემდეგი თაობის“ Fintech-ი. დისკუსიაში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი გვაზავა მიიღებს.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S