Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: ჩვენ ვიცით "შუა დერეფნის" ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი მასში, დღეს აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას

აშშ–ის ელჩი: ჩვენ ვიცით "შუა დერეფნის" ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი მასში, დღეს აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას

26/10/2023 10:09:44 პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებით, შეერთებულ შტატებს კარგად ესმის "შუა დერეფნის" მნიშვნელობა და საქართველოს როლი მასში.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო და საჯარო სექტორი, "შუა დერეფნის" ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად. ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ "შუა დერეფნის", გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მონაწილეობა, რადგან ვიცით "შუა დერეფნის" ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ "შუა დერეფანში". ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს“, - გასნაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის ელჩმა.

ელჩი დანიგანი ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს.

26-27 ოქტომბერს თბილისში რიგით მეოთხედ იმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი ესწრებიან.

ფორუმი დევიზით, „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ“, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი და სხვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S