უკრაინელი პილოტები არიზონაში სწავლების ფარგლებში სიმულატორებიდან F-16-ზე გადავიდნენ
26/10/2023 07:07:17 მსოფლიო
არიზონას ავიაბაზაზე უკრაინელი მფრინავები F-16-ებით ფრენისთვის მზადება დაიწყეს, განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალებმა 25 ოქტომბერს.
„საწვრთნელი პროგრამა მორგებული იქნება თითოეული პილოტის საბაზისო ცოდნასა და უნარებზე და, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება“, - თქვა საჰაერო ძალების სპიკერმა.
ჩვეულებრივ F-16–ის სასწავლო კურსი გრძელდება დაახლოებით ექვსი თვე. თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ უკრაინელი მფრინავები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიჰყვებიან სტანდარტულ მოდელს, რამდენადაც კურსი უნდა აკმაყოფილებდეს უკრაინის მოთხოვნებს რუსული თვითმფრინავებისგან, დრონებისგან და რაკეტებისგან ცის დაცვის თაობაზე. ევროპის ქვეყნები ასევე ამზადებენ უკრაინელ პილოტებს F-16-ით ფრენისთვის.
მოელიან, რომ უკრაინელი მფრინავები F-16-ებს საბრძოლო პირობებში 2024 წლამდე ვერ გამოიყენებენ. ევროპული ქვეყნები დაჰპირდნენ უკრაინას მეორადი F-16-ების მიწოდებას. შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, მოამზადოს ნაწილი პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის, რათა შეავსოს ქვეყნების კოალიცია, რომელიც მუშაობს უკრაინის F-16-ებით უზრუნველყოფაზე.


