Accentnews.ge
ამერიკაში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა

ამერიკაში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა

26/10/2023 05:47:32 მსოფლიო

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ამერიკაში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად. ამერიკაში, მენის შტატის ქალაქ ლიუისტონში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად, - იუწყება Fox News.

სამართალდამცველი ორგანოების წინასწარი ინფორმაციით, მსროლელი ბოუდოინის მკვიდრი 40 წლის რობერტ ქარდია, რომელიც ამერიკული არმიის რეზერვში იყო და ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის ინსტრუქტორად მუშაობდა.

მამაკაცმა ცეცხლი ჯერ ბარში გახსნა, შემდეგ - ბოულინგ-ცენტრში, ხოლო მოგვიანებით გამანაწილებელ ცენტრ "ვოლმარტში" გადაინაცვლა.

ამ სიახლის გამოქვეყნების დროისთვის სამართალდამცველებს ქარდი ჯერ დაკავებული არ ჰყავდათ. მისი დაკავების ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც. მამაკაციSubaru Outback-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდება.

არსებული ინფორმაციით, ქარდს ბოლო პერიოდში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა და 2023 წლის ზაფხულში ორი კვირა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა.

შტატის ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისა და კარების საიმედოდ ჩაკეტვისკენ მოუწოდა. მომხდარის შესახებ მოახსენეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც შტატის სამართალდამცველებს ფედერალური მთავრობის დახმარება შესთავაზა.

ცნობისთვის: ლიუსტონი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პორტლენდიდან 57 კილომეტრში მდებარეობს და მენის შტატის სიდიდით მეორე ქალაქია, მისი მოსახლეობა 37 ათას ადამიანს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S