Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

26/10/2023 05:31:58 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ახალი სპიკერის რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ჰამასს“ და გამოხატავს ისრაელის მიმართ სოლიდარობას ტერორისტების წინააღმდეგ ომში.

წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია 412 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და გაათავისუფლოს ყველა მძევალი.

„წარმომადგენელთა პალატა დგას ისრაელის გვერდით, რადგან ის იცავს თავს „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტების მიერ წამოწყებული ბარბაროსული ომისგან და ადასტურებს, რომ ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S