
ზუგდიდის მერიამ 32 ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღებაში მხარდაჭერა გაუწია
26/10/2023 05:05:10 რეგიონები, რეკლამა
ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.
დღეს გამართულ კომისიაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამით 7 ახალგაზრდა დაფინანსდა.
2023 წელს ჯამში აღნიშნული პროგრამით 32-მა ახალგაზრდამ ისარგებლა.
- ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:
- ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა - მერის სტიპენდია;
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
- არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა;
საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.