
დიდუბის რაიონის ნაწილს წყლის მიწოდება მთელი დღით შეუწყდება
25/10/2023 19:32:42 საზოგადოება
26 ოქტომბერს დიდუბის რაიონში წყალი მთელი დღით დაწყდება. ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია GWP ავრცელებს.
მისი ცნობით, წყლის მიწოდება აბონენტებს 26 ოქტომბერს 10:00 საათიდან 26 ოქტომბრის 20:00 საათამდე შეეზღუდებათ:
დიღმის მასივის II, III, VI კვარტლებს, IV კვარტლის N 7 კორპუსს, V კვარტლის (1-5) (10-24) (26-38) კორპუსებს , მიქელაძის, პაიჭაძის, ჩალაძის, გოგიბერიძის, ბელიაშვილის ქუჩებს.