Accentnews.ge
კრემლი: რუსმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეზე ბირთვული შეტევის განხორციელებაში ივარჯიშეს

კრემლი: რუსმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეზე ბირთვული შეტევის განხორციელებაში ივარჯიშეს

25/10/2023 16:55:31 მსოფლიო

კრემლის მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეზე ბირთვული შეტევის განხორციელებაში ივარჯიშეს და წვრთნებს პირადად პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობდა.

მისივე ინფორმაციით, წვრთნების დროს გამოყენებული იყო ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი: სახმელეთო ბაზირების რაკეტები, სტრატეგიული წყალქვეშა ნავები და დიდ სიშორის ავიაცია.

"პლესეცკის საცდელი კოსმოდრომიდან კამჩანტკაზე მდებარე კულას პოლიგონის მიმართულებით გაშვებულ იქნა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "იარსი", ბარენცის ზღვის აკვატორიაში მყოფი წყალქვეშა სარაკეტო კრეისერ ტულადან "სინევას" რაკეტის გაშვება განხორციელდა. წვრთნებში ასევე ჩაებნენ Ту-95МС თვითმფრინავები, რომლებმაც საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების გაშვება განახორციელეს. სწავლება მოწინააღმდეგის ბირთვულ დარტყმაზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისთვის მზაობის ამაღლებას ისახავდა მიზნად" - მოახსენა პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან ომის პირველ დღეებში პუტინმა გააკეთა განცხადება "რუსეთის სტრატეგიული ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის შესახებ" და დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც "მის გეგმებში ჩარევას შეეცდებოდნენ".

ომის მიმდინარეობის განმავლობაში პუტინი არაერთგზის დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუმცა ამას რეალური ქმედებები ჯერ არ მოჰყოლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S