Accentnews.ge
სტოლტენბერგი: არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად

სტოლტენბერგი: არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად

25/10/2023 15:34:23 მსოფლიო

"არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთში გამართულ NATO-ს ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ინდუსტრიის ლიდერები NATO-ს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.

"ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში NATO-ს მოკავშირეების დასაცავად. ჩვენი თავისუფლების დაცვაში არაეთიკური არაფერია, არაფერია არაეთიკური, დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება არ არსებობს. ამიტომ მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღე, როგორც თავდაცვის ინდუსტრია. ამიტომ მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S