ატლანტიკური საბჭო და 40-ზე მეტი ექსპერტი ბაიდენს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ
25/10/2023 14:06:27 მსოფლიო
ატლანტიკურმა საბჭომ და 40-ზე მეტი ექსპერტისა და ყოფილი მაღალჩინოსნისგან შემდგარმა ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი მიმართვა მოამზადეს, რომელშიც NATO-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
"NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილებები, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დააჩქარებს. ჩვენი მიმართვის მიზეზი NATO-ს ვილნიუსის სამიტია, რომლის შედეგებმა ბევრი გააწბილა. ჩვენ შევქმენით ექსპერტების, სპეციალისტების, ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფი, რათა განვსაზღვროთ, როგორ შეიძლება NATO-ში ურკაინის გაწევრიანების დაჩქარება ვაშინგტონის სამიტზე. ჩვენი მხარდაჭერა არ არის ფილანტროპია, ეს არის გონიერი ინვესტიცია და ამერიკის ინტერესების დაცვა. პუტინს რომ უკრაინა დაემარცხებინა (სანამ ამერიკა უკრაინას მხარს უჭერს, ეს არ მოხდება), შემდეგი პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები იქნებოდა და აშშ-ისა და NATO-ს ეს გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ, ვიდრე უკრაინისთვის ამჟამინდელი დახმარებაა. ამიტომაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებისჯენ გადამჭრელი ნაბიჯები გადაიდგას და ეს ვაშინგტონის სამიტზევე გაკეთდეს", - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განსაჯაროვდა.


