Accentnews.ge
ინდოეთის არმიის სარდალი მსოფლიო არენაზე რუსეთის დაისს პროგნოზირებს

ინდოეთის არმიის სარდალი მსოფლიო არენაზე რუსეთის დაისს პროგნოზირებს

25/10/2023 13:42:32 მსოფლიო

ინდოეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გენერალი ანილ ჩაუხანი მსოლფიოში რუსეთის მნიშვნელობისა და გავლენის დაისს პროგნოზირებს.

მისი აზრით, რუსეთის წონა და გავლენა გარდაუვლად შემცირდება იმის მიუხედავადაც კი, რომ იგი სადღეისოდ უმსხვილესი ბირთვული არსენალის მფლობელია და ამავდროულად მოკავშირე ჩინეთისა, რომლის გავლენაც პირიქით, იზრდება და კიდევ გაიზრდება.

"მსოფლიო ძველი წყობიდან ახალზე გადასვლის სტადიაშია, ყველაფერი იცვლება და ახალი ბალანსის პირობებში რუსეთის როლი უცილობლად დაიკლებს. ქვეყანა არამარტო საერთაშორისო გავლენას კარგავს, არამედ შიდა სტაბილურობასაც და "ვაგნერის" ამასწინანდელი ჯანყი იმის ნათელი მაჩვენებელია, რა ელის რუსეთს მომავალში. ჩინეთი პირიქით, მხოლოდ გაიზრდის მუსკულატურას და სამომავლოდ უფრო აგრესიული გახდება. ჩინეთისა და რუსეთის ინტერესები მომავალშიც დაემთხვევა და მას შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანა შეუერთდეს, მაგალითად, ისეთი იზოლირებული სახელმწიფოები, როგორიც ირანი და ჩრდილოეთ კორეაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სჭირდება განახლება და გარდაქმნა, რათა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს ავუბათ ფეხი და ომის წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენება შეგვეძლოს" - განაცხადა ჩაუხანიმ.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ინდოეთუ რუსული იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი იყო, თუმცა ბოლო წლებში სანქციებისა და კონტრაქტების ჩაშლის გამო შესყიდვბი მნიშვნელოვნად შეამცირა, კერძოდ, ბოლო ხუთ წელიწადში - 37%-ით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S